Wednesday, September 17, 2014

მეცხრე დღის (დასკვნითი) რეფლექსია.

დღეს გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია . .თვითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა თავისი პროექტი. პასუხი გასცა ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებს.
 
ევიძინეთ ბევრი პრაქტიკული და თეორიული  ცოდნა, რომელიც ძალიან გამომადგება ყოველდღიურ მუშაობაში .
ეს პროექტი ნაყოფიერს გახდის ჩემს პედაგოგიურ საქმიანობას.

ჩვენ უკვე დიპლომირებული ბლოგერები ვართ.


დიდი მადლობა, ბატონ გიორგი ცინცაძეს, ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის! იმედია, კიდევ გვესტუმრებით! 
ნახვამდის!

პროექტის პორტფოლიო

აქ ნახავთ ჩემი პროექტის პორტფოლიოს

Tuesday, September 16, 2014

მერვე დღის რეფლექსია

პროექტის გეგმის მიხედვით დავასრულეთ პროექტის პრეზენტაციაზე მუშაობა , ავტვირთეთ პორტფოლიო დრაივზე და გავაზიარეთ საჯაროდ,
დიდი მადლობა ბატონ გიორგის .

Friday, September 12, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსი

მოვიძიეთ eqe.ge -ზე პროფესიული სტანდარტები და სასწავლო პროექტის გეგმაში შევიტანეთ. გავეცანით ბლუმის ტაქსონომიას, განვიხილეთ აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევები. დავასრულეთ სასწავლო  პროცედურების აღწერა. დავიწყეთ მუშაობა სტუდენტის ნაშრომზე.შევადგინეთ პრეზენტაცია და შევინახეთ ჩვენს პორტფოლიოში.

დიდი მადლობა ბატონ გიორგის საინტერესო ლექციისათვის.

Thursday, September 11, 2014

მეოთხე-მეექვსე დღის რეფლექსი

 მეოთხე დღეს ჩამოვტვირთეთ ინტელის პროგრამიდან "დამატებითი რესურსები" რამოდენიმე ფაილი. შევინახე ჩემს პორტფოლიოს   "კურსის რესურსებში" .
      მეხუთე დღეს განვიხილეთ "21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები", მისი გამოყენებით დავიწყეთ ჩვენი ბუკლეტის შედგენა, რომელიც მოთავსებულია "სასწავლო პროექტის დამხმარე"-ში.
             მეექვსე დღეს  განვიხილეთ  "ბუკლეტის ჩეკლისტი". შევინახეთ ჩვენს პორტფოლიოში.ავითვისეთ დრაივი, მასზე ფაილისა და ფოლდერების ატვირთვა , გაზიარება , ავტვირთეთ პირადი ბუკლეტი. ვიმუშავეთ პროექტებზე, ჩამოვყალიბდით 21 საუკუნის უნარ-ჩვევებზე, რომელიც ჩვენი პროექტის თემას შეეხება და ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები , რაშიც ძალიან დაგვეხმარა ბატონი გიორგი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას. ამ გამოცდილებას გამოვიყენებ ჩემს გაკვეთილებში

Thursday, July 24, 2014

პირველი მესამე დღის რეფლექსი

დიდი მადლობა ბატონ გიორგის , რომელსაც საინტერესოდ მიჰყავს ტრენინგი. გავეცანი ინტელის სასწავლო პროგრამას. დავათვალიერე პროექტების ნიმუშები.ვისწავლეთ დაბუკმარკება შევქმენი პორტფოლიო. შევქმენი საკუთარი ბლოგი. შევისწავლეთ ინტერნეტიდან
ფაილების ჩამოტვირთვა და საკუთარ პორტფოლიოში შეტანა. 
დაგვევალა პროექტის იდეის მოფიქრება.